საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. გუნდი, რომელშიც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია ასპარეზობენ – მსოფლიოს 8 საუკეთესო ნაკრებში მოხვდა.
ტ16-ში ქართველი მოფარიკავეები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს (რეიტინგში მეხუთე), ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდნენ და მოულოდნელად მეტოქე 45-38 დაამარცხეს.
დაპირისპირება ქართველთათვის სახარბიელოდ არ დაწყებულა, თუმცა გარდატეხა მიხეილ მარდალეიშვილმა შეიტანა, რომელმაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ელი დერშვიტცი 12-3 დაამარცხა და გუნდს დიდი უპირატესობა მოუტანა.
მომდევნო შეხვედრაში ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ ირანის ნაკრებს დაუპირისპირდეიან. შეხვედრები 25 ივლისს გაიმართება და საქართველოს დროით 9 საათსა 10 წუთზე დაიწყება.