საქართველოს მჯდომარე ფრენბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სალიცენზიო თამაშებისთვის ემზადება
პარასპორტის განვითარების ცენტრში, დღეს საქართველოს მჯდომარე ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებსა და ყაზახეთის გუნდ „ყიზილორდას“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
მჯდომარე ფრენბურთში საქართველო-ყაზახეთის ერთობლივი შეკრება, მოსამზდებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატის სალიცენზიო თამაშების წინ, რომელიც ხორვატიაში (პორეჩი) 19-24 თებერვალს ჩატარდება.
შეხვედრა ყაზახი სპორტსმენების გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა.
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში,18 თებერვალს გამართული ამხანაგური შეხვედრა, ერთობლივი შეკრების დახურვის ცერემონიალით დასრულდება.
წყარო – თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი