საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს - პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს - პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ #1TVSPORT

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

ჩვენი გუნდი ბაქოში 15-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის G ჯგუფში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, არგენტინასა და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველი ტურის მატჩს 22 მაისს, 20:45 სთ-ზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

22 მაისი

20:45 | საქართველო – არაბთა გაერთიანებული საამიროები

24 მაისი

16:30 | საქართველო – არგენტინა

26 მაისი

18:15 | ჩეხეთი – საქართველო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ნიკოლოზ ფხაკაძე, კონსტანტინე სეფიაშვილი, ზაურ კოტრიკაძე, კახა მაღლაკელიძე, თეიმურაზ ექიზაშვილი, დავით ხუბუტია, ნიკოლოზ კოპლატაძე, გიორგი ხაბალაევი, ლაშა-გიორგი ობოლაძე, გიორგი აფციაური, გარი წერეთელი, გეგა კოშაძე, ნიკა ბიძინაშვილი, ნიკოლოზ დადიანი, საბა ეგრისელაშვილი,

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ მაისაია