საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას საემიროში 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებიც ითამაშებს.
ტურნირში სულ 32 გუნდი მონაწილეობს. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ბესო არველაძეა, ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც მექსიკასთან, გვატემალასა და ირლანდიასთან ერთად იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მეტოქე მექსიკა მოქმედი ჩემპიონი და წინა სამი ტურნირის (2015, 2017, 2019) ფინალისტია.
ასევე ძლიერია გვატემალის ნაკრები, რომელთანაც ჩვენი გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს გამართავს. მეორე მატჩში გუნდი 28 ოქტომბერს მექსიკას დაუპირისპირდება, ხოლო მესამეში, 30 ოქტომბერს – ირლანდიას.
საქართველოს ნაკრების შეხვედრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
26 ოქტომბერი, 10:15
გვატემალა VS საქართველო
28 ოქტომბერი, 18:30
მექსიკა VS საქართველო
30 ოქტომბერი, 16:00
საქართველო VS ირლანდია
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი აზერბაიჯანში გაიარა და მონაწილეობდა ტურნირზე, სადაც 4 მატჩი ჩაატარა (1 მოგება, 3 წაგება). გუნდში მე-3, მე-4 ლიგიდან, მასტერლიგისა და ფუტსალის გუნდ პსპ-დან 40 მოთამაშე გასინჯეს და საბოლოოდ 15-კაციანი შემადგენლობა დაკომპლექტდა.
ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 24 ოქტომბერს მიემგზავრება. მანამდე, 23 ოქტომბერს, დილის 11 საათზე გუნდი „მარაკანას“ სტადიონზე ღია ვარჯიშს გამართავს.