საქართველოს მეტოქე ერთა ლიგაზე | უკრაინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქის, უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ ერთა ლიგის შემოდგომის 4 მატჩისთვის ძირითადი და სარეზერვო შემადგენლობები გამოაცხადა. გუნდში ხუთი დებიუტანტია, ხოლო მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი განაცხადს მიღმა დარჩა.
ერთა ლიგაზე უკრაინა დაუპირისპირდება:
უნგრეთს (25 სექტემბერს, ბუდაპეშტში)
საქართველოს (28 სექტემბერს, თბილისში)
ჩრდილოეთ ირლანდიას (2 ოქტომბერს, სლოვაკეთში, ნეიტრალურ მოედანზე)
უნგრეთს (5 ოქტომბერს, სლოვაკეთში, ნეიტრალურ მოედანზე)
უკრაინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა“, პორტუგალია), დმიტრო რიზნიკი („შახტარი“), გეორგი ერმაკოვი („ხარკოვი“)
მცველები: მიკოლა მატვიენკო, ვალერი ბონდარი (ორივე – „შახტარი“), ედუარდ სარაპი, ბოჰდან მიხაილიჩენკო (ორივე – „პოლისიე“), ილია ზაბარნი („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ვიტალი მიკოლენკო („ევერტონი“, ინგლისი), ტარას მიხავკო („დინამო“ კიევი), ილია კრუპსკი („ხარკოვი“), ოლექსანდრ დრამბაევი („ლნზ ჩერკასი“)
ნახევარმცველები: ვოლოდიმირ ბრაჟკო, მიკოლა შაპარენკო, ანდრეი იარმოლენკო (ყველა – „დინამო“ კიევი), ოლეჰ ოჩერეტკო, იეჰორ ნაზარინა (ორივე – „შახტარი“), ოლექსანდრ ანდრიევსკი, ოლექსანდრ ნაზარენკო (ორივე – „პოლისიე“), ივან ვარფოლომეევი („ლინკოლნი“, ინგლისი), გეორგი სუდაკოვი („ბენფიკა“, პორტუგალია), მაქსიმ ხლანი („გორნიკ ზაბჟე“, პოლონეთი), ოლექსანდრ ზუბკოვი (აეკ-ი, საბერძნეთი), ვიქტორ ციგანკოვი („აიაქსი“, ნიდერლანდები)
თავდამსხმელები: დანილო სიკანი („ანდერლეხტი“, ბელგია), არტემ სტეპანოვი („უტრეხტი“, ნიდერლანდები), მატვიი პონომარენკო („დინამო“ კიევი), ვლადისლავ ვანატი („ჟირონა“, ესპანეთი), რომან იარემჩუკი („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), არტემ დოვბიკი („ბოლონია“, იტალია)
სარეზერვო სია:
ვლადისლავ ველეტენი, იჰორ კრასნოპირი (ორივე – „პოლისიე“), ოლექსანდრ რომანჩუკი („კრაიოვის უნივერსიტეტი“, რუმინეთი), ოლექსანდრ პიხალიონოკი („დინამო“ კიევი), რომან ვანტუხი (ლვოვის „კარპატი“), დმიტრო კრისკივი, ოლექსანდრ კარავაევი (ორივე – „შახტარი“), არტემ ბონდარენკო („ალ-აჰლი“, საუდის არაბეთი), არტემ შაბანოვი („ხარკოვი“), ჰენადი სინჩუკი („მონრეალი“, კანადა).
30-კაციან სიაში ხუთი ახალწვეულია:
მცველები: ოლექსანდრ დრამბაევი („ლნზ ჩერკასი“) და ილია კრუპსკი („ხარკოვი“);
ნახევარმცველები: ივან ვარფოლომეევი („ლინკოლნი“) და მაქსიმ ხლანი („გორნიკ ზაბჟე“);
თავდამსხმელი: არტემ სტეპანოვი („უტრეხტი“).