საქართველოს მეტოქე ბელარუსს კაპიტანი დაუშავდა - მიხეილ მარხელისთვის სპარინგი უმნიშვნელოვანესია
საქართველოს მეტოქე ბელარუსს კაპიტანი დაუშავდა - მიხეილ მარხელისთვის სპარინგი უმნიშვნელოვანესია

ბელარუსების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა, რომელსაც 26 მარტს თბილისში ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდება.

ბელარუსის ნაკრები თბილისურ შეხვედრამდე შეკერებას იწყებს და ორ საკონტრიოლო მატჩს გამართავს – 23 თებერვალს არაბეთის გაერთიანებული საამიროებში უზბეკეთთან, ხოლო 26 თებერვალს სოფიაში – ბულგარეთთან.

მიხაილ მარხელის თქმით, მათ მეტოქესთან შედარებით უპირატესობა გააჩნიათ, რადგან საქართველოს ნაკრები 26 მარტამდე საკონტროლო შეხვედრას ვერ მართავს.

მომავალი ბატალიების წინ, მისი თქმით, უზბეკეთთან სპარინგი სწორედ იმ ნიშნით შეირჩა, რომ ისინი ქართველების მსგავსად თამაშობენ.

“მშვენივრად ვაცნობიერებთ, თბილისში როგორი გარემო იქნება და უპირველესად, ფსიქოლოგიურ წნეხს უნდა გავუძლოთ. საქართველოსთან მატჩამდე მცირე დრო დარჩა და ეს შეკრება და უზბეკეთთან სპარინგი უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ეს გუნდი სტილით საქართველოს ნაკრებს ჰგავს. ქართველებს ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, რის გამოც ამხანაგურ მატჩს ვერ მართავენ. სამწუხაროდ, ჩვენი კაპიტანი მარტინოვიჩი დაშავდა, რაც დაცვის ცენტრში პრობლემებს შეგვიქმნის” – ამბობს მიხეილ მარხელი.