საქართველოს მეტოქე აზერბაიჯანს ოთხი ლეგიონერი დააკლდება - ორ მოთამაშეს უეფა-მ ევრო 2022-ზე მონაწილეობა აუკრძალა #1TVSPORT
საქართველოს მეტოქე აზერბაიჯანს ოთხი ლეგიონერი დააკლდება - ორ მოთამაშეს უეფა-მ ევრო 2022-ზე მონაწილეობა აუკრძალა #1TVSPORT

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის სტარტის წინ ქართველების მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრებს დიდი პრობლემები შეექმნა.

როგორც azerisport.com იუწყება, უეფა-მ ნატურალიზებულ ფეხბურთელებს, მანეკესა და ფელიპინოს ევრო 2022-ზე თამაში აუკრძალა. მიზეზი ისაა, რომ ისინი ნატურალიზაციის პროცესის დარღვევით ათამაშეს ეროვნულ ნაკრებში – კერძოდ, აზერბაიჯანის სახელით ძალიან ცოტა ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ მანეკას და ფელიპინოს ოფიციალური დებიუტი „არაზ-ნახჩევანში“ გასული წლის ოქტომბერში შედგა. თუმცა, აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის გვერდი იუწყებოდა, რომ მანეკა დაშავდა.

ამრიგად, აზერბაიჯანის ნაკრებმა რვა ლეგიონერიდან ოთხი დაკარგა – ედუარდო და რაფაელ ვილელა ​მას შემდეგ, რაც COVID-19-ზე დადებითი პასუხი მიიღეს, ბელგიაში კარანტინში იმყოფებიან. ეს ოთხეული კი ჩვენი მეზობლების წამყვანი ძალაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე, გრონინგენში 22 იანვარს სწორედ აზერბაიჯანთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემს.