საქართველოს ლეგენდების ნაკრებმა „მილანთან“ მატჩამდე ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიკრიბა და „მილანის“ ლეგენდებთან მატჩამდე ვარჯიში ჩაატარა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდები დაუპირისპირდებიან.
გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა – კვიპროსიდან თემურ ქეცბაიაც ჩამოფრინდა, რომელიც იტალიური კლუბის ვეტერანებთან საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელებს.
„მილანის“ ლეგენდები კი თბილისში დღეს ჩამოვლენ და 21 სექტემბერს, სასტუმრო „სვისოტელში“ 11:00 საათზე საერთო მატჩისწინა პრესკონფერენციას ჩაატარებენ.
საქართველოს და „მილანის“ ლეგენდების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.