საქართველოს ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წარმატება მსოფლიო თასზე #1TVSPORT
საქართველოს ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წარმატება მსოფლიო თასზე #1TVSPORT

ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე საქართველოს ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა მე-11 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა პირველივე შეხვედრაში სენსაცია მოახდინა – თეოდორა კახიანმა, ლიკა ჯიჯეიშვილმა და დარია ილიაშმა, ჩინეთის ნაკრები ანგარიშით 45:40 დაამარცხეს.

ტურნირის დაწყებამდე, ჩინეთის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-8, ხოლო საქართველოს ნაკრები 35-ე ადგილზე იყო, რაც სპორტის ამ სახეობაში ძალიან დიდი სხვაობაა. 

ჩინეთის ნაკრებში ჩვენ წინააღმდეგ სამმა მოფარიკავემ იასპარეზა, რომლიდანაც ორი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ხმლით მოფარიკავეთა ათეულშია (#4 SHAO Yaqi, #10 QIAN Jiarui), მესამე კი #45 YANG Hengyu.  საუკეთესო ქართველი კი #61 თეოდორა კახიანი გახლდათ.

ამავე შეჯიბრში თეოდორა კახიანმა, ლიკა ჯიჯეიშვილმა, დარია ილიაშმა და 13 წლის ალექსანდრა კუვაევამ, შეძლეს და დაამარცხეს აფრიკის საუკეთესო გუნდი – ტუნისის ნაკრები.

ამგვარად, ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორი მონაწილე – ჩინეთი და ტუნისი დაამარცხა (ოლიმპიადაზე სულ 8 გუნდი გამოდის).

მარცხი მსოფლიო თასის მომავალ ჩემპიონ პოლონეთთან, ესპანეთთან და საგრძნობლად გაძლიერებულ აზერბაიჯანთან სამომავლო გამოცდილების მისაღებად კარგი გაკვეთილი იყო.

მსოფლიო თასზე მიღწეულმა წარმატებამ საქართველოს ნაკრებს რეიტინგში რვა პოზიციით დაწინაურების საშუალება მისცა, რაც სამომავლოდ, განთესვისას გუნდს აუცილებლად დაეხმარება.