საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვეიცარიასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვეიცარიასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან ერთად ითამაშებს. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მატჩს ოქტომბერში გამართავს.

12.1.2022 შვეიცარია – საქართველო

16.10.2022 საქართველო – უნგრეთი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნული გუნდი ტიტე კალანდაძემ ჩაიბარა და მისი ოფიციალური წარდგენა ხვალ იგეგმება. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს რუმინელი სპეციალისტი სანდუ ფლორინ იაკობი წვრთნიდა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გერმანიაში 12-28 იანვარს ჩატარდება. მატჩებს ბერლინი, მიუნხენი, დუსლედორფი, კიოლნი, ჰამბურგი და მანჰაიმი უმასპინძლებს. ევროპის 2024 წლის ხელბურთის ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 24 ეროვნული ნაკრები მიიღებს.