საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტის გუნდი დაამარცხა.
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტის გუნდი დაამარცხა.

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშებაზე პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა: მალტის ნაკრებს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 32-16 მოუგო.

ეს შეჯიბრი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია და ის წრიული სისტემით გაიმართება.

ხვალ საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდული გუნდის მეტოქე იქნება.