ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა გუნდმა, მალტის ნაკრების დამარცხების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს 35-17 სძლია.
ხვალ ტურნირზე დასვენების დღეა. პარასკევს კი ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელები უმნიშვნელოვანეს მატჩს კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საჭიროა ევროპული ზონისა და შემდეგ ინტერკონტინენტალური ფინალის მოგება. 21-წლამდე ხელბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის ივლისში, ესპანეთში გაიმართება.