საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება
2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ დანიშნა საერთო, საარჩევნო კრება, რომელზეც მოწვეული სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით აირჩევენ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების მიღება 2017 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყო და 5 დეკემბრამდე გაგრძელდა. განცხადება მხოლოდ ორმა კანდიდატმა – პაატა გურასპაულმა და შიო ხეცურიანმა შეიტანეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულია საერთო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე დელეგატების ხმათა რაოდენობები შემდგომი თანაფარდობით:
- სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბები – 30%
- რეგიონალური ფედერაციები -30%
- საკალათბურთო სკოლები – 10%
- დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბები – 5%
- მსაჯთა კავშირი – 5%
- მწვრთნელთა კავშირი – 5%
- ვეტერანთა კავშირი -5%
- ქალთა საკალათბურთო ორგანიზაციები -5%
- მოთამაშეთა საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები – 5%
გამგეობის მიერ დადგენილ იქნა ხმის უფლების მქონე წევრების ჩამონათვალი და მათი ხმისათვის მისანიჭებული პროცენტის ოდენობა დაფუძნებული მათ საკალათბურთო აქტივობასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტურობაზე. სუპერლიგის გუნდების 30% შემდეგგვარად გადანაწილდა:
- შპს პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ (ს/კ 401963023) – 5%
- საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი – 2010“ (ს/კ 412670435) – 4%
- შპს „საკალათბურთო კლუბი – რუსთავი 1991“ (ს/კ 216413744) – 4%
- საკალათბურთო კლუბი „კაკტუსი“ (ს/კ 405072451) – 4%
- ააიპ „საკალათბურთო კლუბი სოხუმი“ (ს/კ 405040003) – 3%
- საკალათბურთო კლუბი მგზავრები (ს/კ 402004512) – 3%
- საკალათბურთო კლუბი ოლიმპი (ს/კ 400028064) – 3%
- საკალათბურთო კლუბი დელტა (ს/კ 405151749) – 2%
- საკალათბურთო კლუბი „ბათუმი – 2010“ (ს/კ 445384691) -2%
რეგიონალური ფედერაციების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 30% შემდეგი თანაფარდობით გადანაწილდა:
- თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი (ს/კ 404984095) -5%
- იმერეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 412690191) – 4%
- აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია (ს/კ 445425754) – 4%
- კახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 431168648) – 4%
- თბილისის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404982854) – 3%
- ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 216402006) – 3%
- სამეგრელოს რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 415087738) – 2%
- შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის განვითარების ცენტრი (ს/კ 417879219) – 2%
- გურიის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 237098332) – 1%
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404989410) – 1%
- სამცხე-ჯავახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 406203111) – 1%
საკალათბურთო სკოლების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 10% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:
- შპს საკალათბურთო კლუბი აკადემია (ს/კ 205293877) – 3%
- შპს ჰიუნდაის საკალათბურთო კლუბი (ს/კ 404887565) – 3%
- შპს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია (ს/კ 404500232) – 2%
- შპს საკალათბურთო კლუბი ორბი (ს/კ 400166271) -1%
- პროფესიული საკალათბურთო კავშირი მაქაბი (ს/კ 211393286) – 1%
დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 5% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:
- საკალათბურთო კლუბი თსუ (ს/კ 405093820) – 2%
- ააიპ საკალათბურთო კლუბი „არენა – 76“ (ს/კ 405082645) – 1%
- საკალათბურთო კლუბი ტიტები (ს/კ 400180488) – 1%
- საკალათბურთო კლუბი – წყალტუბო (ს/კ 421271091) – 1%
საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირმა, საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირმა, ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდმა, საქართველოს ქალთა კალათბურთის კავშირმა და საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ 5-5 % მიიღეს.
მომზადებულია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 2017 წლის 15 ნოემბრის განცხადების მიხედვით