საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ტრენტოშია და იტალიასთან სათამაშოდ ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ტრენტოშია და იტალიასთან სათამაშოდ ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. შეჯიბრება 2 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაიწყება.

მზადების პროცესში ჩვენი გუნდი სამ საკონტროლო მატჩს გამართავს – 23 ივნისს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივლისს – კამერუნს, 28-ში – ეგვიპტეს.

იტალიასთან სათამაშოდ „ჯვაროსნები“ ტრევიზოდან ტრენტოში ჩავიდნენ. ერთკვირიანი იტალიური შეკრების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა 18-დან 15 მოთამაშემდე შეამცირა. თბილისში გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გაემგზავრნენ.

გუნდს ტრევიზოში შეუერთდნენ თორნიკე შენგელია და ჯო ტომასონი.

იტალია-საქართველო თბილისის დროით 20:50 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი 2-დან 7 ივლისამდე გაგრძელდება.

საქართველო vs ლატვია – 2 ივლისი, 19:00

საქართველო vs ფილიპინები – 4 ივლისი, 15:30