საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპაში მეექვსეა - ფიბა-მ რეიტინგი განაახლა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპაში მეექვსეა - ფიბა-მ რეიტინგი განაახლა

მსოფლიოს მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბა-ს საიტზე გამოქვეყნდა განახლებული სანაკრებო რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია 2020 წლის შედეგებზე.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო თვეებში სერიოზული ნახტომი გააკეთა – ექვსი საფეხურით დაწინაურდა და მე-6 ადგილზე აინაცვლა.

სხვა გუნდებზე ერთი ან ორაბზაციანი განხილვებია, ახსნილია მიზეზები რატომ გაიუმჯობესა ან გაიუარესა რეიტინგი. „ჯვაროსნებზე“ კი რამდენიმე სიტყვაა:

„საქართველო კვლავ შეუდარებელია. იგი ჯგუფის ლიდერია, სადაც სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თამაშობენ. მის შესახებ მეტს ვერაფერს დავწერთ. სულ ეს არის“

რეიტინგში პირველია იტალია, რომელიც საქართველოს მსგავსად დაუმარცხებელია, მეორეა საფრანგეთი, მესამე ისრაელი. საინტერესოა, რომ 2-2 წაგება აქვთ ესპანეთსა და ლიეტუვას. პირველი მერვე პოზიციაზეა, მეორე – მეთექვსმეტეზე.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას თბილისში სერბეთთან 19 თებერვალს (19:00) გამართავენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.