საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეები და კალენდარი უკვე ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეები და კალენდარი უკვე ცნობილია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის იმ 24 გუნდს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს. ევროპის საუკეთესო 24 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კონტინენტისთვის განკუთვნილი 12 საგზურისთვის იბრძოლებს.

ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მეტოქეებზე ნაკლები შანსი ექნება, რადგან ქართველებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 2 გამარჯვება გადაჰყვათ, როცა ჩვენი ჯგუფიდან გასულ გერმანიას – 6, ხოლო სერბეთს – 4. საქართველო მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში კვლავ სერბეთთან და გერმანიასთან იქნება, მაგრამ ამ ნაკრებებს აღარ შეხვდება. ჩვენი მეტოქეები საბერძნეთის, ისრაელის და ესტონეთის გუნდები არიან. გუნდები ორ-ორ თამაშს შინ და სტუმრად ჩაატარებენ და ის 3 საუკეთესო გამოვლინდება, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მსოფლიოს შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალენდარი:

13 სექტემბერი
ისრაელი : საქართველო
საბერძნეთი : სერბეთი
ესტონეთი : გერმანია
16 სექტემბერი
საქართველო : საბერძნეთი
გერმანია : ისრაელი
სერბეთი : ესტონეთი
30 ნოემბერი
ესტონეთი : საქართველო
საბერძნეთი : გერმანია
ისრაელი : სერბეთი
3 დეკემბერი
საქართველო : ისრაელი
გერმანია : ესტონეთი
სერბეთი : საბერძნეთი
21 თებერვალი
საბერძნეთი : საქართველო
ისრაელი : გერმანია
ესტონეთი : სერბეთი
24 თებერვალი
საქართველო : ესტონეთი
გერმანია : საბერძნეთი
სერბეთი : ისრაელი.