საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისლანდიაშია [ვიდეო] #1TVSPORT

რეისის გადადების გამო კალათბურთელთა ეროვნული გუნდის 9 მოთამაშე და ხელმძღვანელობა რეიკიავიკში 1 დღის დაგვიანებით ჩავიდა, სადაც გუნდს მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, მისი ასისტენტი, გეორგიოს ლიმნიატისი, ექიმი თემურ ხვედელიძე და მოთამაშეები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია დახვდნენ.

ისლანდიისკენ გზად საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, სასტუმროში დაისვენეს და დილიდან ისლანდიისკენ აიღეს გეზი. 4-საათიანი ფრენის შემდეგ ჩვენი გუნდი ქალაქ კეფლავიკში ჩაფრინდა, საიდანაც ავტობუსით არასრული ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ რეიკიავიკში ჩავიდა.

ილიას ზუროსმა დღეს ვარჯიში დაგეგმა, რომელსაც უფრო აღდგენითი ხასიათი ექნება. ძირითადად დარბაზთან ადაპტაციისა და მოთელვისთვის იქნება განკუთვნილი. ამ მომენტისთვის ნაკრებში 13 კალათბურთელია, რომლებსაც 10 ნოემბერს კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ისლანდიას 11 ნოემბერს დაუპირისპირდება.

gbf.ge