საქართველოს ჯგუფში ესპანეთმა შვედეთს ოთხი ქულით გაასწრო - ბრძოლაში საბერძნეთიც ჩაერთო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ ზონაში მორიგი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრების ჯგუფში ორი მატჩი – ჩატარდა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა.
საბერძნეთმა ათენის „სპიროს ლუის არენაზე“ ერთ-ერთ ლიდერს, შვედეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ბაკასეტასის (62) და პავლიდისის (78) გოლებს შვედებმა მხოლოდ კვაისონის (80) ზუსტი დარტყმით უპასუხეს და იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი მატჩი აქვთ დარჩენილი, არა თუ პირველ ადგილზე გასვლა, მეორე ადგილიც საბრძოლველი ექნებათ.
ესპანეთი პრიშტინას „ფადილ ვოკრი -არენაზე“ კოსოვოს ესტუმრა, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ფორნალესის (32), ფერან ტორესის (90) გოლებით 0:2 მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. თუმცა, თეორიულად გალიდერება შვედეთს შუეძლია, რომელმაც ესპანელებზე ორით ნაკლები მატჩი ითამაშა.
შესარჩევი ტური „ბ“ ჯგუფში 6 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
„ბ“ ჯგუფი
თ ქ
1 ესპანეთი 6 13
2 შვედეთი 4 9
3 საბერძნეთი 4 6
4 კოსოვოს მხარე 5 4
5 საქართველო 5 1
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.