საქართველოს ჰიმნი იაპონელების შესრულებით (ვიდეო)

იაპონიაში, კუმაგაის სკოლის მომღერალთა გუნდმა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

მოგეხსენებათ, მომავალ წელს ამომავალი მზის ქვეყანაში რაგბიში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩატარდება. იაპონია რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებას 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნების მეტოქე D ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან. მსოფლიო თასისთვის სულ 20 ნაკრები იბრძოლებს.