საქართველოს განვითარებადი 7-კაცას გუნდმა (GEORGIA DEVELOPING 7S), დუბაის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღის ორი მატჩი მოიგო და „ჩელენჯ ტროფის“ ფინალში გავიდა, თუმცა საბოლოოდ ტურნირზე მე-10 ადგილს დასჯერდა.
დუბაის საერთაშორისო ტურნირზე საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი – ირლანდიის 7-კაცა ნაკრები, რომელმაც ფინალში სამხრეთ აფრიკის აკადემია 28:21 დაამარცხა; რუსეთის და გერმანიის ეროვნული ნაკრებები; საფრანგეთისა და რუსეთის განვითარებადი გუნდები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კლუბები და წვეული გუნდები.
გუშინ ჩვენი განვითარებადი 7-კაცა ფრედ ეთამაშა სამხრეთ აფრიკულ OLD GEORGIANS RFC-ს, მომდევნო ორი შეხვედრა ინგლისელებთან და ფრანგებთან დათმო და „ჩელენჯ ტროფიზე“ გადაინაცვლა.
მეოთხედფინალში მეტოქე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდი, ‘დუკლა’ იყო და მას 33:0 ვძლიეთ. ნახევარფინალში კენიის მეორე ნაკრებს (პირველი მსოფლიო სერიას თამაშობს), Homeboyz Samurai-ს შევხვდით, მეტოქეს 4 ლელო გავუტანეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდავსახეთ, კენიელებმა სამი გარდასახული ლელოთი გვიპასუხეს და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით, 22:21 ვიმარჯვეთ.
„ჩელენჯ ტროფის“ ფინალში საფრანგეთის განვითარებადი 7-კაცა შეგხვდა, რომელთანაც ვერაფერს გავხდით და მეტოქემ, რომელმაც მეორე დღეს წინა ორი მატჩიც დიდ სხვაობით მოიგო, 32:0 იმარჯვა.
RUGBY.GE – საქართველოს რაგბის კავშირი