საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლია – 9:2.
საქართველოს და ესტონეთის ნაკრებთა პირველი შეხვედრა 13 აპრილს ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე ამჯერად კიდევ უფრო დაჩაგრა – პირველი ტაიმი 3:0 მოუგო.
მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა უპირატესობა ხუთ ბურთამდე გაზარდა. ესტონელებმა ამის შემდეგ მოახერხეს ორი გოლის გატანა და სხვაობის შემცირება. თუმცა, მატჩის ბოლო 7 წუთში საქართველოს ნაკრებმა ბალტიისპირელების კარი კიდევ ოთხჯერ აიღო და 9:2 გაიმარჯვა.
უხვგოლიან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ვახტანგ კეკელიამ (2), ბრუნო გომესმა, გიორგი ჩიმაკაძემ, ირაკლი თოდუამ, ვახტან ჯვარაშვილმა, ფერნანდო დრასლერმა და შაგინიამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.
უახლოეს ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის ფარგლებში შემოდგომაზე გამართავს. ელიტრაუნდის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება.