საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბელგიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო # 1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბელგიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო # 1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები შეიკრიბა და მზადება დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნითი შეხვედრისთვის, რომელსაც ბელგიაში გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ბელგიის ნაკრებს 7 მარტს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა თბილისში 4:2 მოიგო და ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით გუნდი მატჩისთვის 1 მარტიდან თბილისში მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა (სამივე – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი), შაგინია („პალმა“, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), რონინიო („ანდერლეხტი“, ბელგია), სიმი საიოტი („ელექტრიკო“, პორტუგალია), ბრუნო გომესი („აპოსტოლი“, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი“, ესპანეთი), თალესი („კასკაველი“, ბრაზილია), ელისანდრო („მაგნუსი“, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა“, ესპანეთი).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის საგზურს 12 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტრაუნდის საგზურისთვის პლეიოფში ითამაშებს.