საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბელგიასთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, რომელიც 7 მარტს ბელგიას შეხვდება, მზადება თბილისში პირველ მარტს დაიწყო, დღეს კი ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ბელგიაში 4 მარტს გაემგზავრება, სადაც სრული შემადგენლობით შეიკრიბება. ტრავმის გამო მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა (სამივე – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი), შაგინია („პალმა“, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), რონინიო („ანდერლეხტი“, ბელგია), სიმი საიოტი („ელექტრიკო“, პორტუგალია), ბრუნო გომესი („აპოსტოლი“, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი“, ესპანეთი), თალესი („კასკაველი“, ბრაზილია), ელისანდრო („მაგნუსი“, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა“, ესპანეთი).
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა თბილისში 4:2 მოიგო და ამ დროისთვის 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებული და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტრაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.