საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 და 5 აპრილს ინგლისს შეხვდება. ორივე მატჩი 19 საათზე დაიწყება, ხოლო დასწრება უფასოა.
თბილისში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში ფუტსალის ეროვნულ გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. მაგალითად, ქართული ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშემ შოთა თოფურიამ ოპერაცია გაიკეთა და ცოტა ხანი დაისვენებს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
წინა ხაზი: კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა),ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი)