საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტრაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ფუტსალის ნაკრები თბილისში ვარჯიშობს, სადაც 15 სექტემბერს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, 20 სექტემბერს კი პორტუგალიასთან სტუმრად ჩაატარებს შეხვედრას.
საქართველოს ნაკრები ღია ვარჯიშს 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 14 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („იუგრა“, რუსეთი) თორნიკე ბუკია („აქტობე“, ყაზახეთი);
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, რონინიო (ყველა – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, საქართველო), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), სიმი საიოტი („ელეკტრიკო“, პორტუგალია), ბინიო („ვინია ალბალი“, ესპანეთი), თალესი („კასკაველი“, ბრაზილია), ფერნანდო („ჯოინვილი“, ბრაზილია) შაგინია („მალიორკა“, ესპანეთი), ბრუნო გომესი („მალიორკა“, ესპანეთი).