საქართველოს ფუტსალის გუნდი ევროპის უნივერსიადის ნახევარფინალშია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის გუნდი ევროპის უნივერსიადის ნახევარფინალშია #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე 2022 წლის ევროპულ საუნივერსიტეტო თამაშებში, ფუტსალში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ფუტსალის გუნდი ნახევარფინალში ითამაშებს.

საქართველოს წარმომადგენელი მეოთხედფინალში უნგრული ბუდაპეშტის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, მეტოქეს აჯობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

კავკასიელებმა უნგრელებს პირველ ტაიმში სამი გოლი გაუტანეს და შესვენებაზე 3:0-ზე გავიდნენ. მეორე ნახევარში მეტოქის კარი კიდევ 4-ჯერ აიღეს და საბოლოოდ, 7:2 გაიმარჯვეს.

კსუ-დან ლუკა ფარცვანიამ დუბლი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი გიორგი ჩიმაკაძის, ბექა ბექაურის, ჯანიკო გიორგაიას, გარი წერეთლისა და ლევან სვანიძის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც 22 ივლისს გაიმართება, მეტოქე კი ხორვატიული ზაგრების უნივერსიტეტი იქნება.