საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აზერბაიჯანში იმყოფებიან #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებიან, – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, შეხვედრაზე ფედერაციების სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პროექტები განიხილეს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფფ-ის გენერალური მდივანი ელხან მამედოვი და „სოკარ ენერჯი ჯორჯიის“ გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სფფ-სა და აფფ-ს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს, რომელიც, მათივე თქმით, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.