საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრს ააშენებს #1TVSPORT
სამტრედია კიდევ ერთი ქალაქია, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ საფეხბურთო ცენტრს ააშენებს.
ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის გეგმის მიხედვით, ქალაქს მალე ექნება ორი სტანდარტული მოედანი ტრიბუნითა და გასახდელებით, ასევე დამონტაჟდება განათების სისტემა.
ახალი საფეხბურთო ცენტრი ხის დამამუშავებელი კომბინატის ტერიტორიაზე მოეწყობა. ამით საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ნორმალურ მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცემა, ხოლო საფეხბურთო სკოლას ნორმალური ინფრასტრუქტურა ექნება.
საქართველოში ფეხბურთის ფედერაცია პარალელურად რამდენიმე სტადიონსა და საფეხბურთო ცენტრს აშენებს. ქუთაისში მთავრდება აკადემიის მშენებლობა, სადაც ოთხი მოედანი იქნება, ხოლო ახალი ტექნიკური ცენტრები შენდება წყალტუბოში, ბათუმსა (ორი) და ქობულეთში.