საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა.

დიანა ჯიშიაშვილი, რაპირით ფარიკაობაში, ფინალში, იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა და შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 ივლისს ჯიშიაშვილმა C კატეგორიაში, დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გუნდურ შეჯიბრებაში, ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს. ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს (45:44) და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

საქართველოს ნაკრებს წვრთნიან მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე (მთავარ მწვრთნელი).

9 ივლისიდან, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.