საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა ლაშა ბექაურს ბინა აჩუქა #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის გამარჯვებულს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) და სეუ დეველოპმენტმა ერთობლივი საჩუქარი გაუკეთა.
„სეუ-ს რექტორის, გია კავთელიშვილისა და სეუ დეველოპმენტის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის! ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის განცხადებაში.