საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველი არხის ჟურნალისტები დააჯილდოვა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველი არხის ჟურნალისტები დააჯილდოვა #1TVSPORT

დღეს, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2024 წლის სპორტული შედეგებით სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდეობის ცერემონიალი გაიმართა.

2024 წელს ოლიმპიური თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის საქართველოს პირველი არხი დაჯილდოვდა, პრიზი საზოგადოებრივი მაუყებლის ჟურნალისტმა, ნიკოლოზ ლობილაძემ ჩაიბარა.

სეოკ-ის პერსონალური ჯილდოთი ოლიმპიური თამაშების ფართოდ და პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდნენ პირველი არხის ჟურნალისტები: გიორგი თვალაბეიშვილი, გიგა გვენცაძე და დავით ბანანაშვილი.