საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ხვალ დასახელდება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ხვალ დასახელდება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია ხვალ „ივენთ ჰოლში“ გაიმართება.

2018 წლის სპორტული შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

წლის სპორტსმენი ქალი

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი

წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში

წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი

წლის მწვრთნელი

ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი

წლის რეგიონალური ორგანიზაცია

ოლიმპიური სპორტის პარტნიორი

ნომინაციაში 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან:

ლაშა ტალახაძე

გენო პეტრიაშვილი

გურამ თუშიშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი


სესიის დელეგატები საუკეთესო სპორტსმენს ფარული კენჭისყრით შეარჩევენ. ხვალვე ოლიმპიური ჩემპიონებს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები. 2018 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ.