საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ვიდეოთამაშში გამოჩნდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ვიდეოთამაშში გამოჩნდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საფეხბურთო ვიდეოთამაშში PES 2020-ში ვიხილავთ, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ გვერდზე განათავსა.

საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES PES (Pro Evolution Soccer) შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Konami-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს „International Superstar Soccer“-ის სერიის სპინოფს.

2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ფრენჩაიზი ლოკალიზდა 19 ენაზე და ხელმისაწვდომია 62 ქვეყანაში. 2012 წლის დეკემბრის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის 81,65 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ფრენჩაიზად იქცა.