საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნითი მატჩი გაიმართა. „დინამო-არენაზე” თბილისის „იბერიამ” (მაშინ „დინამო თბილისი” ამ სახელით ასპარეზობდა) ფოთის „კოლხეთი 1913″ მიიღო.
მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა – საპორტო ქალაქის გუნდმა, შეხვედრა თბილისელთა კაპიტნის – გელა კეტაშვილის მიერ პირველ ნახევარში საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო 0:1.
თბილისის „იბერია“ 0-1 ფოთის „კოლხეთი 1913“
გოლი: გელა კეტაშვილი (საკუთარ კარში)
იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე
აღსანიშნავია, რომ 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გახსნით მატჩიზე დაფიქსირდა დასწრების რეკორდი – „დინამო-არენაზე” თბილისის „იბერიასა” და ფოთის „კოლხეთი 1913″-ის მატჩს 80 ათასი მაყურებველი დაესწრო.