საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, თბილისის „მერანმა“ აუტსაიდერ „ურიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 6:2 დაამარცხა. თბილისელთა მხრიდან ჰეთთრიკი გიორგი ნიქაბაძემ შეასრულა. თითო-თითო გოლი გიორგი მიქაბერიძემ და რევაზ გეწაძემ გაიტანეს. ერთი ავტოგოლით კი მასპინძლებს ვალერი ოლხოვი დაეხმარა. გურულთა მხრიდან დუბლი თეიმურაზ შარაშენიძემ შეასრულა.
3-0 დაამარცხა „სამტრედიამ“ ცხინვალი. კახა კაჭარავას გუნდის რიგებში გოლები ვარლამ კილასონიამ, ვაჟა ქიქავამა და გურამ სამუშიამ გაიტანეს. ამ გამარჯვებით სამტრედიამ მეორე ადგილზე ყოფნა კიდევ უფრო მეტად გაიმტკიცა.
მინიმალური ანგარიშით იმარჯვა „ზუგდიდმა“ გასვლაზე „შუქურასთან“. თავი ლუკა გუგუჩიამ გამოიჩინა.
დღეს მუხიანის სპორტულ კომპლექსში ერთმანეთს „გაგრა“ და „შევარდენი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „გაგრას“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. გოლები ცოტნე ფაცაციამ და ივანე ოქროპირიძემ გაიტანეს. ორივე მათგანისთვის გატანილი გოლი „გაგრას“ მაისურით სადებიუტო იყო.
ხვალ კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე „თელავი“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.