საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ის სეზონი განახლდა - „ლოკომოტივმა“ „არაგვი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონი განახლდა. საშემოდგომო ეტაპი მე-17 ტურში გამართული სამი შეხვედრით გაიხსნა.
„სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:3
ხობის „კოლხეთი“ – „გარეჯი“ 0:0
„ლოკომოტივი“ – არაგვი 2:1
„სიონი“ ბოლნისში „ვიტ ჯორჯიასთან“ დამარცხდა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა. შეხვედრის ბედი 90+5-ე წუთზე ამირან ძაგანიას გოლმა გადაწყვიტა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ სეზონი გამარჯვებით განაახლა. რევაზ გოცირიძის გუნდმა „მიხეილ მესხზე“ დუშეთის „არაგვი“ 2:1 დაამარცხა.
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-17 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა პირველ აგვისტოს გაიმართება: „რუსთავი“ „სპაერს“ უმასპინძლებს, ხოლო „შტურმი“ – „დინამო თბილისი 2“-ს.