საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველებმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გერმანიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 4:2 სძლიეს.
ჩვენი ნაკრებიდან შეხვედრები ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ), ლაშა ბექაურმა (90კგ), გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე, ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.
მამაკაცებს შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.