საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადაზე ცნობილია #1TVSPORT
„შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე სარეკორდო 11 ლიცენზიით გამოვა – 10 ძიუდოისტით ინდივიდუალურ და, ასევე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაზეც.
საქართველოს ოლიმპიური გუნდი (კაცები)
60კგ – გიორგი სარდალაშვილი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ტატო გრიგალაშვილი
90კგ – ლაშა ბექაური
100კგ – ილია სულამანიძე
+100კგ – გურამ თუშიშვილი
ქალები:
57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
63კგ – ეთერ ასკილაშვილი
+78კგ – სოფიო სომხიშვილი
საქართველოს ოლიმპიურ გუნდში 10 ძიუდოისტიდან ორი ოლიმპიური ჩემპიონია, ოთხი – მსოფლიო პირველობის გამარჯვებული, ხოლო ექვსი – კონტინენტის ჩემპიონი.