საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის ბრინჯაოს მედალოსანია
საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიის გუნდი 4:0 დაამარცხა, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა და ქართულ ძიუდოში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
საბა ინანეიშვილმა 39 წამში კილიან ბულჰუის სძლია, ეთერ ლიპარტელიანმა ულამაზესი იპონით აპლეუნი კორნელისი დაამარცხა, ლუკა კაპანაძემ ივო ვერჰორსტერტი, ხოლო მარიამ ჭანტურიამ შიდოებით ნადია კრაჩტენის დამარცხება შეძლო.
ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 სხვადასხვა სინჯის მედალი მოაგროვეს და ეს ისტორიის საუკეთესო შედეგია.