საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დასრულდა ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელზეც საქართველო შვიდი სპორტსმენით იყო წარდგენილი. ჩვენმა ძალოსნებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ლაშა ტალახაძემ შვიდი რეკორდი დაამყარა და საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიენტი კახი კახიაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ერთად საქართველოსთვის – ბოლო წლების განმავლობაში ეს ის მოწოდება გახდა რომლის გვწამს და გვჯერა. ამ დევიზით გავაგრძელებთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ღირსების დაცვას. ამ მოწოდების სანაცვლოდ წელსაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. საქართველოს ძალოსანთა გუნდი გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პროზიორი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი.

წელს უკვე გვაქვს მედლების რეკორდული რაოდენობა – 77 სხვადასხვა სინჯის მედალი მოპოვებული საერთაშორისო ასპარეზზე. გჯეროდეთ ჩვენი – ქართველი გულშემატკივრის გასახარად ჩვენ გავაგრძელებთ იგივე მოტივაციით ბრძოლას. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს – საქართველოს მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს; სპონსორებს – საქართველოს რკინიგზას და „რომპეტროლ ჯორჯიას“, მადლობა გულშემატკივარს.

თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ნაკრების მთავარ მწრთვნელს, ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს და რეკორდსმენს , საქართველოს დამსახურებულ მწრთვნელ გიორგი ასანიძეს, მის თანაშემწეებს, დამსახურებულ მწრთვნელებს – ავთანდილ გახოკიძეს და გია ცირეკიძეს.

მადლობა ექიმების და რეაბილიტაციის ჯგუფის წევრებს – ზურაბ კახაბრიშვილს, გიორგი ჭინჭარაულს, რუსლან ღიბრაძეს.

მადლობა ფედერაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – რამაზ გურგენიძეს, დავით ყიფშიძეს, ნოდარ სირბილაშვილს, თამაზ ბაქანიძეს, პაატა ხიზანაშვილს, ზამანბეგ მირზაიანოვს, რუსუდან მურადაშვილს, გოჩა ჩიქოვანს, ფედერაციის პიარს, გურანდა გურასაშვილს, ფედერაციის ფან-კლუბის ხელმძღვანელებს – თეა კოტუას და მარიამ ნიჟარაძეს. 

და რა თქმა უნდა მადლობა აშხაბადში მყოფ ჩვენს სპორტსმენებს – ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძეს, ირაკლი ჩხეიძეს, ანტონ პლესნოის, რევაზ დავითაძეს, გოგა ჩხეიძეს, შოთა მიშველიძეს და მათ ოჯახებს. 

მადლობა“.