პირველმა არხმა და ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს [ფოტო]
პირველმა არხმა და ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, ძალოსნობის ფედერაცია, მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას პირველ არხს გადასცემს. მაუწყებელი კი, თავის მხრივ, სპორტის ამ სახეობის პოლპულარიზაციას, ხელს მაქსიმალურად შეუწყობს.
შეთანხმება ერთწლიანია, თუმცა ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაგრძელდება.
მომავალი წლის აპრილში, საქართველო ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმში გაიმართება. ამ ტურნირს ექსკლუზიურად პირველი არხი გააშუქებს.