საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბათუმის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს - ფოტოამბავი
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი ასპარეზობაში ჯერ არ ჩართულა და მზადებას ადგილზე განაგრძობენ. გიორგი ასანიძე და თემურ ჯანჯღავა საუკეთესო კონდიციებში მოსაყვანად სპორტსმენებს სპორტის სასახლეში ავარჯიშებენ.