საქართველოს და კორეის პარალიმპიური კომიტეტები პარტნიორები გახდნენ
საქართველოს და კორეის პარალიმპიური კომიტეტები პარტნიორები გახდნენ

16 სექტემბერს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარალიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა შალვა მაისურაძემ და ლი მიუნგჰომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება, სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა, გამოცდილების გაზიარება და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. ასევე, კორეის მხარე უზრუნველყოფს ქართველი პარასპორტსმენებისა და მწვრთნელების გადამზადებას. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე.

ორი ქვეყნის დამეგობრებას ხელი შეუწყო საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერმა ოთარ ბერძენიშვილმა.