საქართველოს ახალი ჩემპიონი „საბურთალო” წლეულს პირველად შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო – გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა „ბენდელაზე“ ივარჯიშა.
ჩემპიონთა რიგებში პირველად ივარჯიშა ანტე გიმ, რომელმაც „საბურთალოსთან“ ხელშეკრულებას გუშინ მოაწერა ხელი. ასევე, პირველი ვარჯიში იყო მეკარე ომარ მიგინეიშვილისთვისაც, რომელიც ჩვენს კლუბში გასული წლის მიწურულს ჩაირიცხა. მთავარ გუნდში ვარჯიშობენ „საბურთალო”-2-ის ფეხბურთელები, გიორგი გულიაშვილი და ბექა ხარაიშვილი, რომლებიც, დიდი ალბათობით, კლუბს პირველ შეკრებაზე წაჰყვებიან.
საბურთალოელები თბილისში 19 იანვრამდე ივარჯიშებენ, შემდეგ კი გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც ორ შეკრებას გაივლიან. საბოლოოდ, ცნობილი გახდა იმ მეტოქეების ვინაობა, რომლებიც თბილისურ კლუბს თურქულ შეკრებაზე დაუპირისპირდებიან.
სიდე
24 იანვარი: ვიტორული (რუმინეთი)
28 იანვარი: ნაპრედაკი (სერბეთი)
1 თებერვალი: რაბოტნიჩკი (მაკედონია)
ლარა
9 თებერვალი: სირიუსი (შვედეთი)
12 თებერვალი: სარაევო (ბოსნია)
15 თებერვალი: ახმატი (რუსეთი)
18 თებერვალი: კაისარი (ყაზახეთი)