საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა #1TVSPORT

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2022 გაიმართა, რომელზეც სეზონის გამორჩული ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოავლინეს. საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, რომელიც, ამავდროულად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბობარდირიც გახდა (19 გოლი).

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.