საქართველოს ჩემპიონატის დღეს დაგეგმილი ნახევარფინალური შეხვედრა ჩაიშალა #1TVSPORT
Რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის დღეს დაგეგმილი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც ბათუმის რაგბის სტადიონზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიზეზი მსაჯების გამოუცხადებლობა გახდა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ერთმანეთს თბილისის „აკადემია“ და ბათუმის „ბათუმი“ უნდა შეხვედროდნენ.
Რა გახდა მსაჯების გამოუცხადებლობის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მორაგბეები ამბობენ, რომ მსაჯებს გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ რაგბის კავშირთან დისციპლინარულ საკითხებზე, თუმცა, მათი მოთხოვნების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.
Მორაგბეები ამბბობენ, რომ მსაჯები დაგეგმილი მატჩისთვის გუშინ, თბილისიდან ბათუმში მათთან ერთად ჩამოვიდნენ, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ არბიტრობაზე უარი თქვეს.
Მორაგბეები სიმბოლურად მაინც გავიდნენ სტადიონზე და მოედანი გულშემატკივრების ტაშის ფონზე დატოვეს.
Როდის გაიმართება ნახევარფინალური ჩაშლილი შეხვედრა, უცნობია.