საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში - „გორი“ ვერ გამოცხადდა, „სპორტუნიმ“ არასრული შემადგენლობით წააგო
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშები გრძელდება. მეორე სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა ჩაიშალა: „სტუ“ „იმედი გორს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ გორელები შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც ტექნიკური წაგება – ანგარიშით 0:10 ჩაეთვალათ.
თბილისის „პეგასმა“ ანგარიშით 38:27 მოუგო „სპორტის უნივერსიტეტს“, რომელიც ჩემპიონატში „სპორტუნის“ სახელით ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ საკადრო პრობლემების გამო, „სპორტუნიმ“ სრული შემადგენლობით ვერ ითამაშა და მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში მეტოქეს არასრული შემადგენლობით უპირისპირდებოდა.
ამგვარად, წინა პირველობის ვერცხლის პრიზიორმა „პეგასმა“ ორი შეხვედრის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. ხვალ ეს ოთხეული მესამე ტურის მატჩებს გამართავს.
11-13 ნოემბერს კი ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩემპიონატს დანარჩენი ოთხი კლუბი დაიწყებს – ჩემპიონი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“, „ქუთაისი“, „სამტრედია“ და „წყალტუბო“. სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ, ოთხი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.