საქართველოს სპორტული ბოულინგის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ბოულინგის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები, ირაკლი წულაძე და ანგელინა კაზარიანი ამერიკაში, ლას ვეგასში გასამართ მსოფლიო თასზე მიემგზავრებიან.
შესარჩევი ეტაპი 22-24 ივნისს ჩატარდა სადაც მონაწილეობას 45 მამაკაცი და 10 ქალი ბოულერი იღებდა.
ტურნირი სტარტს ლას ვეგასში, სემ’ს თაუნის ბოულინგ კომპლექსში 4 ნოემბერს აიღებს და 11 ნოემბერს დასრულდება.
„ეს არის წლის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითიბოულინგ მოვლენა მსოფლიოში. ორმაგად სასიხარულოა, რომ პირველად საქართველოდან ქალი ბოულერი მიიღებს მონაწილეობას“ – აცხადებს ტურნირის საპატიო პრეზიდენტი ირინა ონაშვილი.
საქართველოს ნაკრები რიგით 54 -ე ტურნირზე მსოფლიოს 95 ქვეყანასთან ერთად წარსდგება. ბოულერები ლას ვეგასში ბოულინგ კლუბ “ბოლრუმის” მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიემგზავრებიან.