საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ.
იტალიის ქალაქ ფაენცაში 17-დან 23 ივნისის ჩათვლით ევროპის პირველობაზე წონითი კატეგორიების მიხედვით საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
45 კგ – დავით გვასალია;
48 კგ – ხვიჩა აბულაძე;
51 კგ – თორნიკე სოლომონიძე;
55 კგ – დიმიტრი ხაჩიძე;
60 კგ – ნიკა ბროლაძე;
65 კგ – ნიკოლოზ მარგველაშვილი;
71 კგ – დათა ჩხაიძე;
80 კგ – ბექა ქობულაძე;
92 კგ – კოტე სიჭინავა;
110 კგ – მათე გოქაძე.
ორშაბათს პირველ შეხვედრებს 48-55-65-80-110 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავნები ჩაატარებენ.