საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს თამაშები დაუგეგმეს #1TVSPORT
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს თამაშები დაუგეგმეს #1TVSPORT

თებერვალ-მარტში საქართველოს ახალგაზრდული და ასაკობრივი ვაჟთა ნაკრებები არაერთ მატჩს გამართავენ. 17 და 19-წლამდე გუნდები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ითამაშებენ და ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შეეცდებიან.

ორივე ასაკობრივი ნაკრები ელიტ რაუნდამდე ამხანაგურ მატჩებს გამართავს – 17-წლამდელები მონტენეგროსთან და მალტასთან დაგეგმილ ამხანაგურებამდე, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „განვითარების თასზე“ ითამაშებენ, ხოლო 19-წლამდე ნაკრები ტესტ-მატჩებს ისრაელთან ჩაატარებს.

რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრები, კალენდარულ წელიწადს მარტის სანაკრებო პაუზაზე დაგეგმილი მატჩებით დაიწყებს – 29 მარტს ახალგაზრდული ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტის შეხვედრაში მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამხანაგურ შეხვედრებს პირველად ითამაშებს ლაშა ფირცხალაიშვილის 18-წლამდე ეროვნულის შემადგენლობა, რომელიც სექტემბერში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

 

U21. მატჩების განრიგი

29 მარტი

საქართველო V ესტონეთი – ამხანაგური

 

U19. მატჩების განრიგი

11 თებერვალი

ისრაელი V საქართველო – ამხანაგური

13 თებერვალი

ისრაელი V საქართველო – ამხანაგური

23 მარტი

რუმინეთი V საქართველო – ელიტ რაუნდი

26 მარტი

საქართველო V ისლანდია – ელიტ რაუნდი

29 მარტი

საქართველო V ხორვატია – ელიტ რაუნდი

 

U18. მატჩების განრიგი

1 მარტი

უნგრეთი V საქართველო – ამხანაგური

3 მარტი

უნგრეთი V საქართველო – ამხანაგური

 

U17. მატჩების განრიგი

6 თებერვალი

ისრაელი V საქართველო – მინსკის თასი

7 თებერვალი

საქართველო V ბელარუსი – მინსკის თასი

9 თებერვალი

მოლდოვა V საქართველო – მინსკის თასი

10 თებერვალი

საქართველო V უზბეკეთი – მინსკის თასი

15 თებერვალი

მონტენეგრო V საქართველო – ამხანაგური

17 თებერვალი

მონტენეგრო V საქართველო – ამხანაგური

6 მარტი

საქარტველო V მალტა – ამხანაგური

8 მარტი

საქართველო V მალტა – ამხანაგური

23 მარტი

გერმანია V საქართველო – ელიტ რაუნდი

26 მარტი

ჩეხეთი V საქართველო – ელიტ რაუნდი

26 მარტი

საქართველო V შოტლანდია – ელიტ რაუნდი

 

U16 – მატჩების განრიგი

6 მარტი

საქარტველო V მალტა ამხანაგური

8 მარტი

საქართველო V მალტა ამხანაგური